ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვართან კედლის აშენების თაობაზე მექსიკის პრეზიდენტის, ენრიკე პენია ნიეტოს განცხადებას პასუხობს:
„ამერიკას მექსიკასთან 60 მილიარდი დოლარის სავაჭრო დეფიციტი აქვს. NAFTA -სთან ამ უკვე ცალმხრივი გარიგებით სამუშაო ადგილები დაიკარგა და კომპანიები მასიურად დაიკეტა. თუ მექსიკას კედლის აშენების სანაცვლოდ საფასურის გადახდა არ სურს, მაშინ უმჯობესი იქნება, დაგეგმილი შეხვედრა გააუქმოს“,-წერს ტრამპი სოციალურ ქსელ ფეისბუქში.
შეგახსენებთ, რომ მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ დონალდ ტრამპის მიერ მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობაზე განკარგულების ოფიციალურად გაცემა დაგმო: ” მექსიკა კედლის აშენების გამო არავითარ საფასურს არ გადაიხდის”. -განაცხადა მან.
“ერთი კვირაც არ გასულა ტრამპის გაპრეზიდენტებიდან და მან უკვე მექსიკასთან დაიწყო ბრძოლა”- აღნიშნავს CNN.

