ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თბილისის განვითარების ფონდი” კიდევ მეტად უნდა განვითარდეს”

დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია, გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”რესპუბლიკელების” თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის და დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის მოთხოვნას, რომ ფონდი უნდა გაუქმდეს ან ადეკვატური გახდეს და ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე იმუშაოს:

„აღმაშენებლის განახლებული გამზირი და სხვა უამრავი პროექტი, რომელიც „თბილისის განვითარების ფონდმა“ განახორციელა, მაძლევს იმის თავისუფლად თქმის უფლებას, რომ ეს ფონდი არა თუ უნდა გაუქმდეს, არამედ უფო მეტად უნდა განვითარდეს და მეტი ინსტრუმენტებით და ფინანსებით აღიჭურვოს, რათა მეტი კარგი პროექტი გავაკეთოთ ჩვენს ქალაქში. ასე რომ, მათი ეს მოსაზრება რეალურ საფუძველს მოკლებულია. ფონდი ძალიან აქტიურად მუშაობს და ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, სწორედ ეს არ აწყობს მათ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ფრაქცია “რესპუბლიკელები” და ალეკო ელისაშვილი თბილისის განვითარების ფონდის გაუქმებას ან მისი საქმიანობის დარეგულირებას ითხოვენ, იმ ბრალდებით, რომ ფონდის თანამშრომლების კვალიფიკაცია არ შეეფერება მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

იტვირთბა....