ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ღალატი”: “საიდან ჩაუვარდათ რუსებს ხელში აგვისტოს ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების სია”?

 

“მე სრულიად გამოვრიცხავ, რომ ქართულმა მხარემ არ იცოდა გია ცერცვაძე ინერპოლით ძებნის ამბავი. ის აერპორტში გააჩერეს 20 წუთის განმავლობაში და ამოწმებდნენ. ეს ნიშნავს, რომ მათ ჰქონდათ სია, რომელშიც იყო გია ცერცვაძე, ის იყო ინტერპოლით ძებნილი და გაატარეს უპრობლემოდ საზღვარზე.

აქ ჩნდება მთავარი კითხვა, საიდან ჩაუვარდა რუსებს ხელში 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების სია? ეს მხოლოდ ქართულ მხარეს ჰქონდა. ე.ი ვიღაცამ აიღო ეს მონაცემები თავდაცვის სამინისტროდან და გადასცა რუსეთს. ამას ქვია ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელვა და ღალატი. ეს არის დანაშაული და ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება. უნდა დაისაჯონ ამის გამკეთებლები კანონის მთელი სიმკაცრით. ბიჭები, ვინც თავს წირავდა ქვეყანას, ისინი გაწირა საქართველოს ხელისუფლებამ. იმედი მაქვს, უკრაინა არ გაწირავს მას და დღეს გაათავისუფლებენ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, ვიცე პოლკოვნიკი გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

იტვირთბა....