წინასწარი ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში 80 წლის ქალმა ცივი იარაღით ყელი გამოიჭრა. შემთხვევა გუშინ მოხდა. -ინფორმაციას speqtri.ge ავრცელებს.
“სოფელში გამგებლის წარმომადგენლის თამარ ხვედელიძის ინფორმაციით, მოხუცი სახლში მარტო ცხოვრობდა. თვითმკვლელობის მიზეზი ოჯახის წევრებისთვისაც უცნობია.”-ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, შეტყობინება არ შესულა, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე პოლიცია ამ თემით დაინტერესდა და ამ დროსთვის ადგილზე მოკვლევა მიმდინარეობს.