მარტინ შულცი გერმანიის კანცლერობის კანდიდატად დასახელდა. ევროპარლამენტის უკვე ყოფილი პრეზიდენტი სოციალ-დემოკრატების პარტიის ლიდერმა წარადგინა. მის კანდიდატურას კენჭს კვირას, პარტიის ყრილობაზე უყრიან, სადაც მარტინ შულცი სიტყვით გამოვა და დელეგატებს საარჩევნო პროგრამას გააცნობს.
კანდიდატად დამტკიცების შემთხვევაში ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი არჩევნებზე კონკურენციას ანგელა მერკელს გაუწევს.
არჩევნები გერმანიაში 2017 წლის სექტემბერში გაიმართება.