ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გია ცერცვაძის საქმეზე პრემიერის პრესსამსახურმა განცხადება გააკეთა

ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის შესახებ განცხადება პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის პრესსამსახურმა დღის ბოლოს გააკეთა.

უწყებამ სააგენტო ipress-თან პოლიტიკოსებს მოუწოდა, მსგავსი საკითხების პოლიტიკური ინსინუაციების თემად ქცევისგან თავი შეიკავონ.

“საქართველო თავის მოქალაქეებს არ გასცემს და ეს ჩვენს კანონმდებლობაში მკაფიოდ არის დაფიქსირებული. პრემიერი, სრულად იზიარებს ამ პოზიციას და მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკოსი, რომელი გუნდის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ განცხადებებს და შეეცადოს, მსგავსი საკითხები პოლიტიკური ინსინუაციების თემად არ აქციოს” – განაცხადეს პრემიერის პრესსამსახურში.

იტვირთბა....