აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ლიკვიდირებულია ირანის ბუნებრივი რესურსების დაცვის ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და გუშაგთა კორპუსის სარდალი” – ISNA

ირანის საინფორმაციო სააგენტო ISNA -ს ცნობით, ლიკვიდირებულია ირანის ბუნებრივი რესურსების დაცვის ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი მაჯიდ ზაქარიაი. ირანელი მაღალჩინოსანი აშშ-ისრაელის მიერ, ბუნებრივი რესურსების ორგანიზაციაზე მიტანილი საჰაერო იერიშების შედეგად 29 მარტს მძიმედ დაიჭრა. დღეს კი მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

დღესვე ირანმა ოფიციალურად დაადასტურა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის [IRGC] სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის, ალირეზა თანგსირის ლიკვიდაციაც. ისიც მძიმე ჭრილობების შედეგად დაიღუპა.

იტვირთბა....