აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ერთად უნდა ვიმსჯელოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთი ახალი გვერდი დაიწეროს, შეიქმნენ ის ახალგაზრდები…ღირსეული ადამიანები, რომლებიც თუნდაც სცენას პოლიტიკურ ინსტრუმენტად არ გამოიყენებენ” – მარიამ ლაშხი

„ჩვენი დღევანდელი სხდომა ისტორიულია, ვინაიდან კულტურა და განათლება ჩვენი ქვეყნის ხერხემალია. მათი ერთობლიობა ქმნის იმას, რასაც ჩვენი ქვეყნის ბიოგრაფია ჰქვია. დღეს ჩვენ წარმოდგენილი გვყავს ინსტიტუციები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ბიოგრაფია შექმნეს და ის ახალგაზრდები გამოზარდეს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეპოქა შექმნეს. ერთია, რომ განათლება ენას გასწავლის, თუმცა შემდეგ ამ ენას როგორ გამოიყენებ და როგორ შექმნი ქვეყნის ისტორიას, სწორედ თქვენს უნივერსიტეტებში დგება. მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტს ეძლევა შესაძლებლობა, რომ თქვენ მოგისმინოთ. ერთად ვიმსჯელოთ იმ ძირითად გამოწვევებზე, რაც სახელოვნებო განათლების მიმართულებით არსებობს.

სახელოვნებო განათლება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია. ერთად უნდა ვიმსჯელოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთი ახალი გვერდი დაიწეროს, შეიქმნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც ერთის მხრივ, ჩვენი ქვეყნის ბიოგრაფიის შემქმნელები არიან, მაგრამ ასევე არიან ის ღირსეული ადამიანები, რომლებიც თუნდაც სცენას პოლიტიკურ ინსტრუმენტად არ გამოიყენებენ და ხელოვნებას შესაბამისს პატივისცემას – იმ ღირსებას მისცემენ, რომლითაც ჩვენი ქვეყანა დღევანდლამდე მოვიდა“ [ipn] – თქვა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განათლებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებს უსმენენ.

იტვირთბა....