რუსთაველის გამზირზე ავტოავარიას ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილია ახალგაზრდა გოგონა, რომელიც შემთხვევის დროს ტაქსით გადაადგილდებოდა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ავარია “ემ-ელ”-ის მარკის ავტომობილის მძღოლის მიზეზით მოხდა, რომელიც მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა.
როგორც “მეტრონომს” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.