ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

“ვერ ხვდებით რა თამაშში ჩაგითრიეს ყველა?” – “სხვა ქვეყანამ დაიჭირა და პასუხს ვთხოვთ საქართველოს?!”

“სხვა ქვეყანამ დაიჭირა, სხვა ქვეყანა ასამართლებს და პასუხს ვთხოვთ საქართველოს?!” – ასეთი განცხადება გააკეთა ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემა ”360 გრადუსი”-ში. მისი თქმით, როცა სხვა ქვეყანაში ხდება საქართველოს მოქალაქის დაკავება, საქართველოს მთავრობას წინასწარ ინფორმაცია არ აქვს.

ქუცნაშვილი ამბობს, რომ გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს სპეკულაციები, რომელსაც ყოფილი სახელისუფლებო გუნდი ახორციელებს.

”თქვენ ახლა ფიქრობთ, რომ როდესაც სხვა ქვეყანაში დაიჭერენ საქართველოს მოქალაქეს, წინასწარ ატყობინებენ საქართველოს ხელისუფლებას?! ქართულ მხარეს ამ კაცის არც დევნის და არც დაპატიმრების ინტერესი არ ჰქონდა. რომ ჰქონოდა, ამას გააკეთებდა, რადგან საქართველოში იყო ცერცვაძე ჩამობრძანებული. ვერ ხვდებით რა თამაში დაიწყო, რა თამაშში ჩაგითრიეს ყველანი?! – ისინი უკრაინაში ვეღარ იცავენ მათ მიერ რეკრუტირებულ ადამიანებს და თავის თავს ხო არ დააბრალებდნენ ან უკრაინის მხარეს, აბრალებენ საქართველოს! აბსურდში ხართ! აბსურდში!

იტვირთბა....