გია ცერცვაძის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გზა გადაკეტეს, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე შელაპარაკება მოჰყვა.
სამართალდამცველები მოქალაქეებს მანქანები სავალი გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა აქციის მონაწილეები მათ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ითოეული მოქალაქის ვალია შეუერთდნენ აქციას. მათი განცხადებით, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია და იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით დროულ რეაგირებას არ მოახდენს, აქცია მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და იქნება უფრო მასშტაბური.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
იტვირთბა....