უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, ის ესაუბრება თავის კოლეგებს რუსეთში, სერბეთში, ისრაელში, აშშ-სა და თურქეთში ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრების როგორც დაწყებამდე, ასევე მათ შემდეგ.
„მე ვესაუბრები არა მხოლოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არამედ აშშ-ის, თურქეთის, ისრაელის, სერბეთის და ჩვენი სხვა პარტნიორების საგარეო საქმეთა მინისტრებს ევროკავშირის საბჭოს შეხვედრების როგორც დაწყებამდე, ასევე მათ შემდეგ“, – განაცხადა სიიარტომ.
მისი თქმით, ევროკავშირში ბევრი გადაწყვეტილება მიიღება, რომელიც გავლენას ახდენს უნგრეთის ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან.
„ეს არის საგარეო პოლიტიკის არსი. შესაძლოა, რაღაც უხეშს ვამბობ, მაგრამ დიპლომატია სხვა ქვეყნების ლიდერებთან ჩვენს საუბარს ნიშნავს“, – აღნიშნა სიიარტომ.
ცნობისთვის, გამოცემა Washington Post-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბუდაპეშტი უკრაინაში მიმდინარე ომის მთელი პერიოდის განმავლობაში კრემლთან მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს და სიიარტო ევროკავშირის შეხვედრების დროს შესვენებებს რუსი კოლეგის ინფორმირებისთვის იყენებს.

