ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

რუსთავში, გაზის გაჟონვით 6 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს: მათ შორის 4 მცირეწლოვანია

რუსთავში, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციის შედეგად 6 ადამიანი მოიწამლა, – ამის შესახებ ინფორმაციას inforustavi.ge ავრცელებს. გამოცემის ცნობით,  მოწამლულებს შორის 4 მცირეწლოვანია.

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. ოჯახის წევრების ცნობით,ბუნებრივმა აირმა წყლის გამათბობლიდან გაჟონა. გაზის ინტოქსიკაციის შედეგად, თავბრუს ხვევითა და პირღებინებით, მცირეწლოვანი ბავშვები რუსთავის ბავშვთა ინფექციურ განყოფილებაში გადაიყვანეს, ბავშვების მშობლები კი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

აღნიშნული ფაქტი „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათი თქმით, მომხდარში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა, შესაბამისად გამოძიება არ დაწყებულა.

იტვირთბა....