ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ტრამპს აკრიტიკებს

 

დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე წარმოთქმულ სიტყვას,  გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაიმერი კრიტიკულად აფასებს.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება ის მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელმაც ერა დაასრულა.

60 წლის დიპლომატი გერმანიის პოლიტელიტას შორის ტრამპისადმი ყველაზე კრიტიკულად განწყობილი აღმოჩნდა. ნოემბერში ტრამპის არჩევის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში მან მსოფლიო ლიდერები გააფრთხილა, რომ აშშ-სთან ორმხრივი თანამშრომლობა სულ უფრო მეტად გართულდებოდა.

„როგორც ყოველთვის,  ხელისუფლების ცვლასთან ერთად, მას თან  ეჭვი და კითხვები ახლავს. ყველას აინტერესებს ახალი ლიდერის არჩეული კურსი, თუმცა ახლა მსოფლიოში სიტუაცია კიდევ უფრეო მძიმედაა. ამიტომ გერმანია ტრამპთან აქტიურ კომუნიკაციას შეეცდება. ჩვენ საკუთარ შეხედულებებს ღიად დავაფიქსირებთ, ვნახოთ რა გამოვა“ – განაცხადა შტაინმაიერმა.

 

იტვირთბა....