ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოცნებამ” მესამე მოსმენით, რომელიც მოქალაქეებს ტროტუარზე პროტესტის გამოხატვას უზღუდავს

“ქართულმა ოცნებამ” მესამე მოსმენით, 79 ხმით 9-ის წინააღმდეგ მიიღო კანონი, რომელიც მოქალაქეებს ტროტუარზე პროტესტის გამოხატვას უზღუდავს – როგორც ცნობილია, ამიერიდან, საფეხმავლო გზის “ხელოვნურად გადაკეტვა” 15-დღიან პატიმრობას გამოიწვევს – განმეორების შემთხვევაში ის სისხლის სამართლის წესით დაისჯება.

ცვლილებების თანახმად, დგინდება სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება.

ამასთანავე, თუ შეკრება ან მანიფესტაცია რეალურ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებების, ხალხის გადაადგილებას ან ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანო უფლებამოსილი იქნება შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული ადგილის, დროის ან/და სვლაგეზის შესახებ შესაბამისი მითითება მისცეს. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.


გარდა ამისა, კანონპროექტით წესრიგდება შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები.

იტვირთბა....