ბორჯომში შეიარაღებულმა პირმა კომპანია „ვისოლის“ კუთვნილი ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა. კომპანიაში ამბობენ, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია თავდამსხმელმა რა რაოდენობის თანხის წაღება შეძლო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ამ დროისათვის, თავდამსხმელი დაკავებული არ არის, უწყების ცნობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.