ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

„სამწუხაროა, რასაც ჩვენ ვუყურებთ…“: “გაზპრომთან” დაკავშირებით პრემიერმა კომენტარი გააკეთა

 

“გაზპრომთან” დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტებს დავოსში ესაუბრა:

“სამწუხაროა, რასაც ჩვენ ვუყურებთ ეს დღეებია, იმიტომ, რომ “გაზპრომთან” დაკავშირებით საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეეძლო არსებულ კონიუნქტურასა და მოცემულ პირობებში. არავისზე ნაკლებად არ შეგვტკივა გული ქვეყანაზე, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, გაგვაჩნია პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფალთ და ჩვენ შევასრულეთ პირნათლად ჩვენი მოვალეობა… “გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულება გასაჯაროვდება იმ დოზით, რითაც არის შესაძლებელი, რადგან ჩვენ დასამალი ჩვენი მოსახლეობისთვის არაფერი გვაქვს,” – აღნიშნა პრემიერმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

 

იტვირთბა....