ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ივანიშვილის მთავრობა უნდა გადავდგათ ისე, როგორც თავად დაათრევს მაგნოლიებს“

„მეამაყება რომ ნაციონალი ვარ“, – ასე დაიწყო მიმართვა ნიკა მელიამ ენმ-ს ყრილობაზე, სპორტის სასახლეში:

„ჩემთვის და თქვენთვის პოლიტიკა ინტრიგები და ვაჭრობა არ არის, საკუთარი პრინციპების საჭიროებების მიხედვით ღალატი, ივანიშვილის უზნეობის თეატრში მონაწილეობა, საკუთარი, პირადი კომფორტის მოსაწყობად შესაქმნელი საშუალება, ჩვენთვის პოლიტიკაა უმთავრესი იდეა, ქართულ სახელმწიფოს ვემსახუროთ.

ძალიან ბევრმა სამწუხაროდ ამ იდეას სხვადასხვა დროს უღალატა. ბუნებრივია ნაციონალური მოძრაობა ვერ გაიყიდა და ვერ დასუსტდება. აქ ვარ იმიტომ, რომ ივანიშვილის მთავრობა გადავდგათ ქვეყნის მართვის სადავეებიდან, ისე, როგორც ივანიშვილი მაგნოლიებს დაათრევს. „-განაცხადა მელიამ.

პარტიის რიგით მეშვიდე ყრილობა სპორტის სასახლეში იმართება. ყრილობას მთლიანობაში 9 000 ადამიანი ესწრება.

 

იტვირთბა....