ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სანდრა რულოვსი: „ამ ქვეყანაში მიშას ჩრდილისაც კი ეშინიათ“

„მიშაში იმხელა ძაალაა, რომ მისი ჩრდილისაც კი ეშინიათ ზოგიერთებს ამ ქვეყანაში,“- ასე მიმართა ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ ენმ-ს მხარდამჭერებს სპორტის სასახლეში:

„მისი აშენებულის ეშინიათ, ხიდის თუ ქალაქის. რაც არ უნდა ცადონ მისი შესუსტება, პირიქით შედეგს მიიღებენ. იცით რომ ის უფრო მობილიზებულია, როცა წინააღმდეგობა ხვდება. თანამდებობა თუ თავმჯდომარეობა რომ წაართვან, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სადაც ის არის, იქ ქმნის ამინდს. „-განაცხადა რულოვსმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის მონაწილეებს დღეს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის წევრები ავრცელებენ.

 

 

 

პარტიის რიგით მეშვიდე ყრილობა სპორტის სასახლეში იმართება. ყრილობაზე დასასწრებად 7 136 დელეგატი უკვე რეგისტრირებულია.

 

 

 

ყრილობას მთლიანობაში 9 000 ადამიანი დაესწრება.

 

ყრილობაზე პარტიის პოლიტსაბჭო დაკომპლექტდება, რომლის თანათავმჯდომარეებს ყრილობა აირჩევს. უკვე ცნობილია, რომ პოლიტსაბჭოს ორი თანათავმჯდომარე – ნიკა მელია და ზაზა ბიბილაშვილი ეყოლება.

 

 

 

ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას და ასევე, სხვა მმართველობით თანამდებობების პირებს აირჩევენ.

 

იტვირთბა....