ახალი ამბები კრიმინალი მთავარი სამართალი

შსს-მ აჭარაში ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული გ.ა. – ფოთში, ხოლო 1980 წელს დაბადებული ს.ყ. ბათუმში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 3 იანვარს ბრალდებულები იარაღის მუქარით თავს დაესხნენ შპს „იალჩინ მარკეტის“ ბუღალტერს და აღნიშნული შპს-ს კუთვნილი 148 546 ლარი, ასევე, პირადი თანხა და ნივთები გასტაცეს.

სამართალდამცველებმა, გ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 4 700 ლარი, ცივი იარაღი და ნიღაბი, ხოლო ს.ყ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლიდან 7 750 ლარი და ოქროს საყურე ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია 37 300 ლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

იტვირთბა....