ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.6624 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.6543 ლარს შეადგენდა.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0081 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გაუფასურდა. შესაბამისად, ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8440 ლარი იქნება. დღეის მონაცემებით კი, მისი ფასი 2.8335 ლარს შეადგენდა.
2.6543 ოფიციალური კურსის პირობებში, ბაზარზე უცხოური ვალუტის ფასი საშუალოდ, 2.71 ლარს შეადგენდა. ახლა კი, როცა ლარი გაუფასურდა, დოლარის ფასი მოიმატებს.