დავით ზურაბიშვილი, თავის ჩვეულ იუმორისტულ სტილში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აღწერს:
“ალასანია წასულია. უსუფაშვილი წასულია. ბურჭულაძის ან მოსვლა რა იყო ან წასვლა? უგულავა გამოსულია და აგინებს მიშას. მელია გადასულია მიშისტებში და აგინებს ბოკერიას. ვანო არ გამოსულა და დუმს. ტრამპი და ვოლსკი აკაჩავებენ ჟურნალისტებს. პლანი ჯაფარიძემ დათესა და პოლიციამ მოიმკა. ბიძინამ კიდევ ერთი ხე გადმორგა, ამჯერად რკინიგზის გავლით. კვიციანი დეპუტატია და ბანკის რეზერვუარში ჩამახედეთო, ითხოვს.
მოდი და დააბალანსე თუ ბიჭი ხარ! ვის შევჩივლო, შევარდნაძე მკვდარია”.