ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

ცაბაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ო.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1979 წელს დაბადებული კ.რ. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კ.რ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ო.მ. მომხდარიდან ორ დღეში, თბილისში დააკავეს.

შეგახსნებეთ, რომ ცაბაძის ქუჩაზე ორი დღის წინ ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლით).

იტვირთბა....