2016 წლის 11 თვეში 22 სსიპ-ში პრემია-დანამატის სახით 34 608 088 ლარია გაცემული, საიდანაც 18 446 121 დანამატია, ხოლო 16 161 967 ლარი – პრემია, – ინფორმაციას ამის შესახებ მონიტორინგის ცენტრი “მედიატორი“ ავრცელებს.
“მედიატორის” მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს სამ სსიპ-ში 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით შრომის ანაზღაურების მუხლიდან ჯამში გაცემულია 6 966 595 ლარი; გარემოს დაცვის სამინისტროს ექვს სსიპ-ში 11 თვეში პრემია-დანამატის სახით გაცემულია 3 635 650 ლარი, საიდანაც დანამატი შეადგენს 3 193 651, ხოლო პრემია – 441 999 ლარს; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექვს სსიპ-ში გაცემულია 2 877 662 ლარის პრემია-დანამატი, საიდანაც დანამატი შეადგენს 1 661 624 ლარს, ხოლო პრემია – 1 216 038 ლარს.
აღსანიშნავია, რომ “საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“ მონიტორინგის ცენტრს დეტალური ინფორმაცია არ მიაწოდა და მხოლოდ პრემია-დანამატების ჯამური თანხა აცნობა – 1 353 812 ლარი; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხუთ სსიპ-ში გაცემულია 1 175 384 ლარის ოდენობის პრემია-დანამატი.