ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებამდე მხოლოდ ევროკავშირის საბჭოს მხარდაჭერა რჩება

პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორადავას განცხადებით,მყარი მოლოდინი არსებობს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებაზე უახლოეს მომავალში გადაწყვეტილება მიღებული იქნება.

დეპუტატი გუშინ ლიბეს კომიტეტის მიერ უვიზო მიმოსვლის შესახებ დოკუმენტის მხარდაჭერას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებამდე მხოლოდ ერთი პროცედურა, ევროკავშირის საბჭოს მხარდაჭერა რჩება. საპარლამენტო უმრავლესობა, ლიბეს კომიტეტის მიერ ვიზალიბერალიზაციის დოკუმენტზე მხარდაჭერას, წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებენ.

„ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა, რა თქმა უნდა ვიცით, რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს ჩვენი მხრიდან და დღეს უკვე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საკითხი დამოუკიდებლად განიხილება, ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში ამოქმედდება,” -განაცხადა თამარ ხულორადავამ.

შეგახსენებთ, რომ დოკუმენტის კენჭისყრაში 45 დეპუტატი მონაწილეობა. მათგან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი ორმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა.

დოკუმენტს საბოლოოდ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, რომელიც თებერვალში გაიმართება.

იტვირთბა....