„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე ბრალდებულის, მაია რჩეულიშვილის ადვოკატები მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.
მაია რჩეულიშვილის ადვოკატის მარიამ ცუცქირიძის თქმით, მოსამართლემ რჩეულიშვილს წაართვა კონსტიტუციური უფლება მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვებში და საპროცესო მოქმედებებში.
“მოსამართლემ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს პრაქტიკაში არასდროს მსმენია. მან პრაქტიკულად მაია რჩეულიშვილს წაართვა კონსტიტუციური უფლება მონაწილეობა მიიღოს საპროცესო მოქმედებებში. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ, რა თქმა უნდა, სტრასბურგში გავასაჩივრებთ, ვინაიდან საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციით არ არის გარანტირებული, ეს მოთხოვნა არის ევროპულ კონვენციაში. შესაბამისად, ჩვენი სარჩელის შემდეგ ევროპული სასამართლოსგან ალბათ იქნება საკმაოდ მკაცრი რეკომენდაცია ბრალდებულის უფლების დარღვევის კუთხით”, – განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.
შეგახსენებთ, მაია რჩეულიშვილი „ცენტრ პოინტის“ საქმის ე.წ. „ბათუმის მაგნოლიას“ ეპიზოდშია ბრალდებული. მასთან ერთად ბრალდებულია მისი შვილი, გუკა რჩეულიშვილი.