საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ელენე ხოშტარიამ ნიკა მელიას ბრალდებებს უპასუხა. მისი განცხადებით, ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებები მორალურ ზღვარს ცდება:
„სამწუხაროა, რომ ის გუნდი და კონკრეტულად ნიკა მელიაც ასე დაეცა. მის შემთხვევაში 2-3 დღეში მოხდა რადიკალური ცვლილებები, რომ ასეთი ტიპის ბრალდებებს ისვრიან თანამებრძოლებზე. ეს მორალური ტიპის ზღვარსაც კი ცდება. მაგრამ, მე არ ვაპირებ ამ კინკლაობაში დარჩენას. ვთხოვდი ნიკა მელიას, რომ ამ მომენტში მაინც გამოიჩინოს გარკვეული ღირსება და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის იმ მეთოდებით დაკავდეს, რომელიც მას სწორად მიაჩნია და მე არ მიმაჩნია სწორად“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ე.წ. ბოკერიას ფრთა არასამთავრობო ტიპის გაერთიანებას უფრო დაემსგავსება, ვიდრე პოლიტიკურ პარტიას.