გლდანში სუპერმარკეტი „ფრეშმარტი“ დააყაჩაღეს. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობია რა წაიღეს სუპერმარკეტიდან.
როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.