გავლენიანი გამოცემა Independent-ის ინფორმაციით, „ნუტელას“ მწარმოებელი კომპანია „ფერერო“ გავრცელებულ ბრალდებას, რომ ისინი „ნუტელასა“ და სხვა პროდუქტებში პალმის ზეთს იყენებენ, რომელიც სიმსივნეს იწვევს, უპასუხოდ ტოვებს. კომპანია მხოლოდ იმას ამბობს, რომ პალმის ზეთის სხვა ზეთით შეცვლა „ნუტელას“ გემოსა და ხარისხს შეცვლის.
„როიტერსის“ გამოანგარიშებით, კომპანიას შეუძლია პალმის ზეთის ნაცვლად სხვა ზეთები გამოიყენოს, რომელიც „ნუტელასა“ და სხვა პროდუქტებს ანალოგიურ ხარისხსა და გემოს შეუნარჩუნებს, მაგრამ მათი ფასი გაიზრდება. „როიტერსის“ ამ განცხადებას „ფერერო“ არ დაეთანხმა, თუმცა ვრცელი კომენტარიც არ გაუკეთებია.
მსოფლიო ჯანდაცვისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ასევე შეშფოთება გამოთქვეს ამ საკითხზე, მაგრამ პროდუქტის შესახებ გამაფრთხილებელი განცხადებების გავრცელება შეწყვიტეს.
იტალიაში რამდენიმე სავაჭრო ცენტრმა „ნუტელას“ ბოიკოტი გამოუცხადა და გაყიდვებიდან ამოიღო.