ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა შეერთებული შტატები საპასუხო დარტყმების შესახებ გააფრთხილა.
ღალიბაფის განცხადებით, აშშ-ს ჯერ კიდევ არ ესმის, რომ დაშინება და დანაპირების უგულებელყოფა უსასყიდლოდ აღარ ჩაივლის.
„ჰორმუზის სრუტე გაიხსნება მხოლოდ ირანის მიერ დადგენილი წესებით და არა ამერიკული მუქარით“, – წერს ღალიბაფი.
ცნობისთვის, აშშ-მა ირანზე მორიგი საჰაერო იერიშები მიიტანა. აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ დაახლოებით 90 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს.

