მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “გირო კრედიტის” ხელმძღვანელმა გიორგი გუგუმბერიძემ და მისმა ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გიორგი გუგუმბერიძისგან პოლიცია უკანონოდ- სასამართლო ბრძანებისა და პროკურორის დადგენილების გარეშე, ვიდეოჩანაწერების მიწოდებას ითხოვდა, რაზეც გუგუმბერიძემ უარი განაცხადა. ამის შემდეგ კი “გირო კრედიტის” ხელმძღვანელი საკუთარ სახლში ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პოლიციაში წაიყვანეს. გუგუმბერიძის თქმით, პოლიციის უფროსმა საკუთარ კაბინეტში მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
“ხელების და ფეხების დამტვრევით დამემუქრნენ, გამომიცხადეს, რომ ვარ დაკავებული,”- განაცხადა „გირო კრედიტის „ ხელმძღვანელმა, გიორგი გუგუმბერიძემ.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ საქმის შესწავლა დაიწყო.