ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო

ბარაკ ობამამ გამომშვიდობებისას ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=KWGvvBgw5B4

 

აშშ-ის პრტეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის გამოსამშვიდობებელ გამოსვლაში თავის მეუღლეს, აშშ-ის პირველ ლედის მიშელ ობამას ემოციური სიტყვით მიმართა და ცრემლები ვერ შეიკავა.  ობამას თქმით, მიშელი არა მხოლოდ მისი მეუღლე, არამედ მისი საუკეთესო მეგობარია.

„ბოლო 25 წლის განმავლობაში შენ არა მხოლოდ ჩემი მეუღლე, არამედ ჩემი საუკეთესო მეგობარიც ხარ. შენს თავზე ის როლი აიღე, რომელიც არ გითხოვია. შენ თეთრი სახლი იმ ადგილად აქციე, რომელიც ყველას ეკუთვნის. მე ვამაყობ შენით. ქვეყანა ამაყობს შენით“, – ბარაკ ობამამ მიმართა თავის მეუღლეს.

მან ასევე მოიხსენია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და დასძინა, რომ მისი სახით ძმა შეიძინა.

ობამამ განაცხადა, რომ მისი 8-წლიანი მმართველობისას ამერიკის სპეცსამსახურებმა „ათიათასობით ტერორისტი“ გაანადგურეს.

„ჩვენ ათიათასობით ტერორისტი გავანადგურეთ, მათ შორის უსამა ბენ ლადენი. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციამ, რომელსაც თავში ჩვენ ვუდგავართ, მათი ლიდერებიც გაანადგურა“, – აღნიშნა ობამამ ჩიკაგოში სიტყვით გამოსვლისას.

„ისლამური სახელმწიფო“ განადგურდება და ვინც საფრთხეს უქმნის აშშ-ის, თავს უსაფრთხოდ ვერასოდეს იგრძნობს“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....