ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უგულავა მელიას მოუწოდებს, რომ პრესსმდივნობას თავი დაანებოს

 

გიგი უგულავა ნიკა მელიას მოუწოდებს, რომ თარიღების დაანონსებას თავი დაანებოს. უგულავას თქმით, მელიას არავინ კითხავს და არც არაფერი იცის იმის შესახებ, სააკაშვილთან დაპირისპირებული ფრთა პარტიას რამდენ დღეში დატოვებს.

„მელიამ პრესმდივნობას და სხვის მაგივრად თარიღების დაანონსებას თავი გაანებოს. თუ რაიმე თარიღი იქნება, ყველას გავაგებინებთ. მელიამ თავის კარიერულ წინსვლას მიხედოს და პრესმდივნობა სხვებს გადააბაროს“, – განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება პარტიის გაყოფის შემთხვევაში, ქონების გადანაწილებას, ამაზე კი არა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს უნდა მივხედოთ.

„მე საერთოდ არ ვარ ჩახედული და საერთოდ არ მაინტერსებს არანაირი ქონების საკითხები. ნინო კალანდაძემ ისაუბროს მზითვებზე, მე კი ვისაუბრებ იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ პარტიაშია. როდესაც რესურსი აღარ არის, მაშინ უმჯობესია ყოველგვარი მზითვების გარეშე, სუფთა ხელებით დავემშვიდობოთ ერთმანეთს. მზითვების და ჩიხტიკოპების გატანება არა მგონია ვინმეს სჭირდებოდეს“, – განაცხადა უგულავამ.

ნიკა მელიას ინფორმაციით, ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები რამდენიმე დღეში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგების დატოვების შესახებ განაცხადებენ. როგორც ნიკა მელიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, აღნიშნულმა ჯგუფმა პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება იმ დღეს მიიღო, როდესაც გადაწყდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა 7 000 დელეგატის მონაწილეობით ჩატარდებოდა.

იტვირთბა....