ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აზრი არ აქვს მუშაობას: ქუთაისში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ

ქუთაისში ტაქსის მძღოლები გაიფიცნენ. კერძო კომპანიის თანამშრომლების პროტესტის მიზეზი გაძვირებული საწვავია.

„მიზეზი საწვავის მომატებაა. მარტო საწვავი არ არის, ზეთს უნდა შეცვლა, იქით „კალოდკას“, საბურავს, ვერ ვქაჩავთ, ვერ ვშოულობთ იმდენს, რომ ოჯახი ვარჩინოთ. ტარიფი თუ მოემატება, გავალთ და ვიმუშავებთ. თუ ტარიფი არ მოემატება აზრი არ აქვს მუშაობას.

საბოლოო პასუხი ჩვენი მენეჯერებისგან იყო ის, რომ არანაირი ცვლილება არ იქნება. თავიდან როცა მივედით, სულ სხვა რამეს გვთავაზობდნენ ესენი. არაფერს ჩვენსას არ ითვალისწინებენ, თვითონ მოთხოვნილებები ძალიან ბევრი აქვთ“- აცხადებენ გაიცული ტაქსის მძღოლები.

კერზო კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მგზავრობის ღირებულება წელს ერთხელ უკვე გაძვირდა. ამ ეტაპზე კი მგზავრობის საფასურს ვერ მოუმატებენ, სანამ საწვავი კიდევ ერთხელ არ გაიზრდება.

„ჯერჯერობით კომპანია ტარიფს ვერ გაზრდის, სანამ კიდევ არ იქნება გაზრდილი ფასი საწვავზე და გაზზე“ – აღნიშნა კერძო კომპანიის წარმომადგენელმა.

იტვირთბა....