ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თეთრი სახლი პუტინის და ტრამპის შეხვედრაზე ალაპარაკდა

 

აშშ-ს ახლადარჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „მიზანშეწონილია“, – ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯოშ ერნესტმა განაცხადა. ვიდეო ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.

“პრეზიდენტი ბარაკ ობამა პრეზიდენტ პუტინს რამდენჯერმე შეხვდა. ამიტომაც, არც ის იქნება გასაკვირი, რომ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდნენ. ვფიქრობ, მიზანშეწონილი იქნება, თუ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება. ტრამპი ამის შესახებ გადაწყვეტილებას თანამდებობის დაკავების შემდეგ მიიღებს”, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მეთაური ვლადიმერ პუტინი ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს არ გეგმავდა.

იტვირთბა....