ხულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარი, სადაც რაიონული კონფერენცია უნდა ჩატარებულიყო, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ჩაკეტა.
კახა დეკანაძის განმარტებით, კონფერენცია არალეგიტიმური იყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი სერგო რატიანს დაუკავშირდა, თუმცა ოფისში შესვლა მაინც ვერ შეძლეს. ამიტომ, 20 იანვრისთვის დაგეგმილი ყრილობის დელეგატები შენობის გარეთ აირჩიეს.
„გამოვიდნენ ყველა სამართლებრივი ფორმიდან. პარტიის წევრებს, პარტიის ოფისში არ უშვებენ. ეს არავის კაბინეტი არაა. შესაძლებლობა უნდა ეძლეოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომ მივიდნენ. გარდა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვართ, ვართ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მოსული მოსახლეობასთან შესახვედრად“,-აღნიშნა ელგუჯა ბაგრატიონმა.
epn.ge