ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ისრაელის პრეზიდენტი ჩამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, თბილისში დღეს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი რუვენ რივლინი ჩამოვიდა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რუვენ რივლიანი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში უკვე იმყოფება ისრაელის პრეზიდენტი. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდა.

დღესვე გიორგი მარგველაშვილი და რუვენ რივლინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ისრაელის პრეზიდენტი თბილისს გვიან ღამით, ოფიციალური ვიზიტით, მეუღლესთან ერთად ეწვია. ისინი საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ჩამოვიდნენ.

ისრაელის პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება.

იტვირთბა....