aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

“წირავდა ის ბიჭი გვარამიას, არ ვიცი, რატი იყო, შმატი თუ „გრეჩიხას“ შვილი”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნიკა გვარამიაზე რესტორან „დაინინგ რუმში“ გუშინ მომხდარ თავდასხმის ფაქტს მუსიკათმცოდნე მარინა ბერიძე იხსენებს. მისი თქმით, ბერიძის, სუფრაზე, რომელზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან ერთად იმყოფებოდა მხოლოდ  ნიკა გვარამიას მამის სახელი ისმოდა.

„აბსოლუტურად გაოგენებული ვარ თბილისით, ამბით რაც მოხდა, სოციალურ ქსელში კომენტრებით, მამის გამოსვლით, რომელსაც ძალინ ეამაყება თავისი შვილი.

ჩუმი სუფრა იყო. ერთი სახელი ისმოდა მთელი საღამო- ანზორ გვარამია-, ნიკა გვარამიას მამაზე ვსაუბრობდით. რაც მოხდა საოცარი იყო. ნიკას გვერდით მე ვიჯექი, ის ტელეფონში იყურებოდა, აბსოლუტურ სიბნელეში ორი ბიჭი, ვიმეორებ ორი ბიჭი… ის ბიჭი წირავდა, მე არ ვიცი რატი იყო, შმატი იყო, გრეჩიხას შვილი იყო, მით უარესი, იმიტომ რომ იქ მარტო ნიკა გავარამია არ იჯდა, იქ იჯდა დათო დოიაშვილი ,იქ იჯდა ნიკოლოზ რაჭველი და თუ კი მეტყვის მე დიდი გრეჩიხა, რომ მაგათზე მეტი ამ ქვეყნისთვის რამე გაუკეთებია ვიდრე ამ ორ ადამიანას, რომლებიც არ გამოვლენ ტელეეკრანებთან, რადგან სხვა ადამიანები არიან. ისინი იქ იყვნე, იქ იჯდა თბილისი“,- განაცხადა მარინა ბერიძემ.

 

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძე დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია მასზე თავდასხმის შესახებ. მოგვიანებით, ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ, ასევე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა:
“ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ! ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა.
ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში”, – წერს სოციალურ ქსელში რატი გაჩეჩილაძე.
ნიკა გვარამიაზე თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ადამიანები იმდენად მძიმედ დაისაჯონ, რომ სხვას ამის გამეორება აღარ მოუნდეს, – ასეთი განცხადება გააკეთა ნიკა გვარამიამ მასზე მომხდარ თავდასხმაზე.
”მე, როგორც ერთი მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ადამიანები იმდენად მძიმედ დაისაჯონ, რომ სხვას ამის გამეორება აღარ მოუნდეს”, – აღნიშნა გვარამიამ.
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის თქმით, თავდაპირველად თავდამსხმელების სამიზნე მხოლოდ ის იყო და მის მეგობრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენეს, რაც ისინი ინციდენტში ჩაერივნენ.

იტვირთბა....