aviabiletebi
ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

რატი გაჩეჩილაძის ადვოკატი: “მოესმა სახელი გრეჩიხა და ამის საფუძველზე დაარტყა“

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ნიკა გვარამიას ცემის ბრალდებით დაკავებული რატი გაჩეჩილაძის ინტერესების დამცველის, ლილი გელაშვილის განცხადებით, დაკავებულს ბრალი ჯერ არ წარდგენია.

ადვოკატმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ რატი გაჩეჩილაძის თქმით, დაპირისპირების პროვოცირება თავად ნიკა გვარამიამ მოახდინა.

“ჯერჯერობით, მხოლოდ მოწმის სახით დაკითხეს, რის შემდეგაც დაკავების ორდერი გადასცეს.

არ ვიცი პირადად იცნობდა თუ არა, მაგრამ გამოსვლისას, როდესაც ტოვებდა ის რესტორანს, მას მოესმა სახელი გრეჩიხა და მამამისს რომ ახსენებდნენ და ამის საფუძველზე მივიდა იქ, დაარტყა,“- განაცხადა ადვოკატმა.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძე დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია მასზე თავდასხმის შესახებ. მოგვიანებით, ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ, ასევე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა:
“ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ! ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა.
ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში”, – წერს სოციალურ ქსელში რატი გაჩეჩილაძე.
ნიკა გვარამიაზე თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ადამიანები იმდენად მძიმედ დაისაჯონ, რომ სხვას ამის გამეორება აღარ მოუნდეს, – ასეთი განცხადება გააკეთა ნიკა გვარამიამ მასზე მომხდარ თავდასხმაზე.
”მე, როგორც ერთი მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ადამიანები იმდენად მძიმედ დაისაჯონ, რომ სხვას ამის გამეორება აღარ მოუნდეს”, – აღნიშნა გვარამიამ.
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის თქმით, თავდაპირველად თავდამსხმელების სამიზნე მხოლოდ ის იყო და მის მეგობრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მას შემდეგ მიაყენეს, რაც ისინი ინციდენტში ჩაერივნენ.

იტვირთბა....