ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ციხიდან წერილის შემდეგ: რა შეუთვალა გიგი უგულავას ნიკა რურუამ

”ნაცმოძრაობის” წევრის ნიკა რურუას თქმით, პროცესები რომელიც მიმდინარეობს, პარტიას ასუსტებს, ხოლო საწყისი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიერ გამოქვეყნებული ღია წერილია. ეს განცხადება მან ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” გააკეთა:

“გიგი უგულავასთვისაც მაქვს ეს შეთვლილი, რომ არ ვთვლიდი მის მიერ გამოქვეყნებულ წერილს არც დროულად და არც საჭიროდ. არ ვეთანხმები მის შინაარსს და პათოსს. ეს იყო უდროო და ამან არაჯანსაღი პროცესი დაიწყო, რომელიც ამჟამად ემსახურება ერთი კაცის ინტერესებს. ეს წერილი ემსახურებოდა ერთ რამეს, პარტიისა და სააკაშვილის ერთმანეთთან დაშორებას. ეს მიმაჩნია შეცდომად, დასუსტებისკენ გადადგმულ ნაბიჯად. მიხეილ სააკაშვილის გადაყენება სიმბოლური პოსტიდან არ არის კარგი საქმე…”, – განაცხადა ნიკა რურუამ.

იტვირთბა....