მთავრობამ კომერციული ბანკებისაგან 40 მილიონი ლარი ისესხა. ამის შესახებ ინფომაცოას “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და დეპუტატი, რომან გოცირიძე ავრცელებს. მისიინფორმაციით, ხელისუფლებამ ვალების ახალი სეზონი გახსნა.
“ბანკები მზად იყვნენ 84 მილიონი ლარი გაესესხებინათ, ანუ მოთხოვნა სახაზინო ვალდებულებებზე ორჯერ მეტი იყო, ვიდრე მიწოდება.
ამის მერე ვინმე იტყვის ბანკებს ფულის( ე.წ. ლიკვიდობის) პრობლემა აქვთ და ამიტომ აძლევს ეროვნული ბანკი უზარმაზარი ოდენობის რეფინანსირების სესხებსო( 1,7 მილიარდი ლარი დღევანდელი მდგომარეობით)?
ბანკები ყოველკვირა იღებენ მოკლევადიან, მაგრამ განგრძობად სესხებს ეროვნული ბანკიდან, ხოლო გამოთავისუფლებული ფულით აკრედიტებენ ბიუჯეტს. თანაც მოგებასაც ნახულობენ: რეფინანსირების სესხი 6 პროცენტი უჯდებათ, დღეს კი მთავრობას ერთი წლით ფული 7,51 პროცენტად მიასესხეს.
ლარს კი ორივე ერთდროულად აუფასურებს-მთავრობაც და ეროვნული ბანკიც” წერს რომან გოცირიძე.