„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ კონსტიტუციონალისტ და პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძესთან
კონსტიტუციონალისტი და პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „მეტრონომთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დაინიშვნა პოლიტიკურად არანაირ ქულებს არ მოუტანს.
მისი აზრით, ამ ეტაპზე ქვეყანაში და საზოგადოებაში, პრეზიდენტის ამ ნაბიჯის გადადგომის არც მოთხოვნა და არც მზაობა არ არსებობს. ამიტომაც, დავით უსუფაშვილის რეკომენდაციის მიღებას ის მარგველაშვილს ამ ეტაპზე არ ურჩევს.
ძაბირაძეს ასევე მიაჩნია, რომ იმ რეალობიდან გამომდინარე რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, უსუფაშვილის და მარგველაშვილის პოლიტიკური ტანდემი მოსახლეობისთვის საინტერესო არ იქნება, რადგანაც ქარიზმა, რომელიც ოპოზიციის ერთ პოლიტიკურ ძალად გაერთიანებას შეძლებს, არცერთ მათგანს არ გააჩნია.
„მეტრონომი“: დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გადადგეს და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტმა უსუფაშვილის რეკომენდაცია უნდა მიიღოს?
ვახტანგ ძაბირაძე: გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი უსფაშვილის რჩევას ეს მისი საქმეა, თუმცა მე მგონია, რომ მარგველაშვილი ასეთ გადაწყვეტილებამდე არ უნდა მივიდეს. დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან, პრეზიდენტის მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა, გამართლებულად არ მიმაჩნია. მიუხედავად იმისა, პრეზიდენტს პოლიტიკაში დარჩენა გადაწყვეტილი აქვს თუ არა. დღეს ასეთი ნაბიჯის გადადგმა არასწორია.
– თუ პრეზიდენტს პოლიტიკაში დარჩენა სურს, არ ფიქრობთ, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა მას პოლიტიკურ ქულებს მოუტანს?
– შეიძლება სამომავლოდ ამაზე იფიქროს, თუმცა დღეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მგონია რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს. რატომ უნდა გააკეთოს მაგალითად დღეს, როცა ასეთი ნაბიჯის გადადგომა სექტემბერშიც შეუძლია. მითუმეტეს, მაშინ პოლიტიკური სიტუაცია უფრო ნათელი იქნება. ახლა, როგორც ვხედავთ, ქვეყანაში პოლიტიკურად არანაირი აქტიურობა არ შეიმჩნევა. პრეზიდენტის ასეთი გადაწყვეტილების შესახებ მზაობა, არც მოსახლეობაშია. ასევე პრეზიდენტზეა დამოკიდებული და იმაზე, მას პოლიტიკაში დარჩენა სურს თუ არა. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს გადადგომა, არანაირ პოლიტიკურ ქულებს არ მოუტანს. დღეს ამის აუცილებლობას ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ.
– ხშირად არის იმაზე საუბარი, რომ დავით უსუფაშვილმა შესაძლოა გიორგი მარგველაშვილთან და ირაკლი ალასანიასთან ერთად, ახალი პოლიტიკური ძალა შექმნას. როგორ ფიქრობთ, უსუფაშვილის ეს განცხადება, შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მარგველაშვილი პოლიტიკაში, ახალი მოთამაშის სახით შემოდის?
– დავით უსუფაშვილი და გიორგი მარგველაშვილი ერთმანეთს საკამოდ კარგად იცნობენ და როგორც მე ვიცი, მათ კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ. შესაბამისად, თუ მათ თანამშრომლობის სურვილი გაუჩნდათ, ყოველგვარი საჯარო განცხადებების გარეშე ჩამოყალიბდებიან.
როგორც ვიცი უსფაშვილი თებერვალში საინიციატივო ჯგუფის შექმნას აპირებს და შესაბამისად პარტიის ჩამოყალიბებას ეცდება. თუ მარგველაშვილი უსუფაშვილთან თანამშრომლობას აპირებს, მაშინ ის უნდა ჩამოყალიბდეს, ცალკე პარტიას ქმნის თუ უსუფაშვილის პარტიაში იქნება. მე მგონია, რომ ჯერ თავად პრეზიდენტი არ ჩამოყალიბებულა რა უნდა.
ამიტომაც იყო, რომ მან უსფაშვილის განცხადებაზე კომენტარი ვერ გააკეთა. თუმცა, ქართული პოლიტიკიდან გამომდინარე ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ. არც ის იქნება გასაკვირი, რომ ირაკლი ალასიანია უკან პოლიტიკაში მობრუნდეს. ამას ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციაც გვიჩვენებს.
ასევე არ გამოვრიცხავ, რომ 2008 წლის მსგავსად ოპოზიცია გაერთიანდეს და პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნებიც ვიხილოთ.
პოლიტიკური კონტურების გამოჩენას უფრო გაზაფხულზე, მაისის ბოლოს ველი. ვფიქრობ, რომ დავით უსფაშვილის ახალი პოლიტიკური ძალა ამ დროისთვის უნდა გამოჩნდეს. ხოლო რას შეძლებს და როგორი გუნდით შემოვა, ამას უკვე დრო გვიჩვენებს.
– როგორ ფიქრობთ, დავით უსფაშვილის და გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური ტანდემი, საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება?
– საზოგადოებაში უსუფაშვილის მიმართ კეთილ განწობა ყოველთვის იყო და დღესაც არის. თუმცა, მხოლოდ საზოგადოების კეთილგანწყობა რამდენად საკმარისია იმისთვის, რომ ის მესამე პოლიტიკური ძალის ლიდერი გახდეს, რთული სათქმელია.
რაც შეეხბა გიორგი მარგველაშვილის ფიგურას, მის მიმართ მოსახლეობას არაერთგვარი დამოკიდებულება აქვს. პრეზიდენტი ცალკე აღებული, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ოპოზიციური ძალისთვის გამაერთიანებელი ვერ იქნება. თქვენ წარმოიდგინეთ და ვერც უსუფაშვილი-მარგველაშვილის ტანდემი საზოგადოებისთვის მიზიდულობის ძალა ვერ გახდება.
ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია ჯერ კიდევ არ დამჯდარა, ამაში „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებსაც ვგულისხმობ. ვხედავთ, რომ პარტია ფაქტობრივად, ირღვევა. ამიტომაც, პროცესები შეიძლება არჩევნების მსგავსად კიდევ ბევრი სიუპრიზებით დასრულდეს. ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენები კიდევ დაუსრულებელია და სტაბილური არ არის. ამიტომ, ახალი პარტიის შექმნა საზოგადოების მოთხოვნას უნდა დაემთხვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს წყლის ნაყვა იქნება. ამიტომ მგონია, რომ დღესდღეობით, რაიმე მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა სწორი არ არის.
თუ ამ ორ თვეში, რომელიმე პოლიტიკური პარტია განცხადებას გააკეთებს, რომ ის პარტიას ქმნის, დამიჯერეთ, მისდამი მხოლოდ ორდღიანი ინეტერსი იქნება, რომელიც მხოლოდ მილოცვებით შემოიფარგლება. ახალ პოლიტიკურ ძალას ბევრი რამე სჭირდება.
მხოლოდ „ქართული ოცნებისადმი“ დამოკიდებულების შეცვლა არ არის საკმარისი. ამას სრულიად ახალი სტრატეგია უნდა დაემატოს. სააკაშვილი მოვიდა ლოზუნგით, რომ შევარდნაძე და კორუფცია უნდა დაემარცხებინა. ივანიშვილი მოვიდა მესიჯით, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის უნდა დასრულებულიყო.
ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლის შემთხვვაში მესიჯის მოგონება იქნება საჭირო, რომელსაც საზოგადოება გაყვება. ამიტომ, ამ წუთში მშვიდი და კაბინეტური მუშაობაა საჭიროა.
უსუფაშვილი თუ ასეთ განცხადებებს პოლიტიკური თამაშისთვის აკეთებს, ვფიქრობ მისთვის წამგებიანი იქნება. ამიტომ, ფრთხილად უნდა იყოს. არც პრეზიდენტს და არც მას არანაირ ქულებს არ მოუტანს. მე მაინც მინდა მჯეროდეს, რომ ეს მხოლოდ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხი იყო და არა რაიმე საიდუმლო გარიგება, რომელიც მარგველაშვილსა და უსუფაშვილს შორის ხდება.
– მოდით თემას გადავუხვიოთ. სენატორ ჯონ მაკკეინის ვიზიტთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. ვნახეთ, რომ მაკკეინმა ხელისუფლებას მკვეთრი და აშკარა მხარდაჭერა დააფიქსირა. რამაც „ ნაციონალური მოძრაობის“ განაწყენებაც კი გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, მაკკეინის რადიკალური ცვლილება რამ გამოიწვია. შესაძლოა, რომ ამერიკაში „ნაციონალების“ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა?
– საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია, საქართველოს ყველა პარტნირომა ქვეყანამ აღიარა. მათ შორის ამერიკამაც. დიდი ალბათობით, საქართველოში ჩატარებული არჩვენების შესახებ, ამერიკას უფრო დეტალური ინფორმაცია აქვს. ამიტომაც, ეჭვები რომ „ქართულ უცნება“, სხვა გზით წავიდოდა, ამერიკაში ეს შეხედულება გაიფანტა და ისინი დარწმუნდნენ, რომ საქმე არც ისეა, როგორც ამას მათ „ნაციონალური მოძრაობა“ ეუბნებოდა.
ასევე ვნახეთ, რომ სენატორი „ნაციონალების“ იმ ფრთას შეხვდა, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილია და მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებულ ჯგუფს წარმოადგენენ. აქედან ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ ამერიკა და მათ შორის ჯონ მაკეინი, მიხეილ სააკაშვილის ხუშტურებზე სიარულს აღარ აპირებს.
ლიკა ბერიკაშვილი