ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ოცნებამ” ბანკ „ქართუს” სესხი დაუბრუნა

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ” ბანკ “ქართუს”, სექტემბერში აღებული სესხი, დეკემბერში უკან დაუბრუნა. პარტიამ წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯებისთვის ბანკიდან მილიონი ლარის ოდენობის სესხი  აიღო. შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის მიხედვით, მისი დაფარვის ვადა 4 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 11 % იყო. სესხის უზრუნველყოფად მითითებული იყო „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 56-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც თავის მხრივ იმ პარტიების მიერ მილიონ ლარამდე გაწეული ხარჯების სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებას გულისხმობს, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა.

 

იტვირთბა....