პანკისში, სოფელ დუისში კულტურის სახლში მდებარე საზოგადოებრივი ცენტრის დაწვა სცადეს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ცეცხლი შენობის მეორე სართულზე მდებარე კომპიუტერებით აღჭურვილი ოთახის კარებს მოედო. იზა ბექაურის თქმით, ხანძრის გავრცელება ვერ მოხერხდა, რადგან ადგილობრივებმა და სამაშველო ბრიგადამ ცეცხლი დროულად ჩააქრეს.
მისი ინფორმაციით, ჩატეხილია ფანჯარა და დამტვრეულია ორგანიზაციის კუთვნილი კომპიუტერი. ბექაური არ გამორიცხავს, რომ ინციდენტი ხეობაში მცხოვრებმა ერთმა ჯგუფმა დაგეგმა, რომელიც მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, აგრესიითა და მუქარით გამოირჩეოდა.
შსს-ის ინფორმაციით, საქმე სისხლის სამრთლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა.