მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, საქმის განხილვა, რომელიც 3 იანვრისთვის იყო ჩანიშნული, 5 იანვრისთვის გადაიდო. შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ „ცენტრ პოინტის“ საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდის სასამართლო განხილვები საავადმყოფოში გაგრძელდეს.
მაია რჩეულიშვილის ადვოკატის განცხადებით, რჩეულიშვილს პროცესზე დასწრების სურვილი აქვს, რასაც ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ ახერხებს. ადვოკატი მაია ცუცქირიძე ვარაუდობს, რომ სასამართლო მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
შეგახსენებთ, რომ მაია რჩეულიშვილისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა საქალაქო სასამართლომ 21 დეკემბერს არ დააკმაყოფილა.