ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩილეში ტყის ხანძარმა საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი გაანადგურა

 

 

ჩილეში მასობრივი ხანძრის შედეგად, ქალაქ ვალპარაისოში 100-მდე სახლი განადგურდა. ხანძრის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა, ხოლო 400-ზე მეტი სახლის გარეშე დარჩა.

ხანძრის ჩაქრობას ქარის და ჰაერის მაღალი ტემპერატურა ართულებს. ცეცხლის ლოკალიზებისთვის ათობით ბრიგადა და და სპეცილაური ტექნიკაა მობილიზებული.

შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით რეგიონში საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა. ვალპარაისო, სადაც დაახლოებით მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ჩილეს რიგით მეორე უდიდესი ქალაქია.

ჩილეში ბოლოს მსგავსი მასშტაბის ხანძარი 2014 წელს გაჩნდა. მაშინ სტიქიამ 15 ადამიანი იმსხვერპლა, 3 ათასზე მეტი სახლი კი გაანადგურა.

 

იტვირთბა....