ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

“ირაკლი რუხაძე არის პატარა კაცი და ცდილობს ითამაშოს პატარა ბადრი”

“ირაკლი რუხაძეს თავისი თავი ვიღაც ჰგონია. მე არ მაქვს მასზე დიდი წარმოდგენა, უფრო მეტიც ის ისეთი არ არის, როგორიც თავი ჰგონია, ის არის პატარა კაცი, რომელიც ცდილობს ითამაშოს პატარა ბადრი, მაგრამ მერწმუნეთ ეს არის სასაცილო…” – ასეთი კომენტარი გააკეთა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა TV პირველზე „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძის შესაძლო პოლიტიაში მოსვლასთან დაკავშირებით.

“ძალიან ბევრს იღებს რუხაძე თავის თავზე, ცოტა დაწყნარდეს მისთვის ჯობია, თორე დაინახავს როგორ შეიძლება განვითარდეს მისი ზეამბიცია” – განაცხადა გია ხუხაშვილმა რუხაძეზე, როცა ჟურნალისტმა შეახსენა, რომ ირაკლი რუხაძეს მედიასთან დაკავშირებული კანონი არ მოსწონს.

შეგახსენებთ, ირაკლი რუხაძე გავრცელებულ ინფორმაციას პოლიტიკაში მის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით უარყოფს.

იტვირთბა....