https://www.youtube.com/watch?v=QUVKmg8JpjQ
საქართველოს კათოლოკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ტელეკომპანია “იბერია” ავრცელებს. “ახალი ამბების” ინფორმაციით, პატრიარქი საავადმყოფოში პირად ექიმთან, ცისანა შარტავასთან ერთად იმყოფება და მას გამოკვლევები ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქს მისივე ექიმის ცნობით ვირუსი აქვს, რომელიც მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს. ექიმის განცხადებით, დღევანდელი შემოწმების შემდეგ, გადაწყვეტენ სჭირდება თუ არა ილია მეორეს ჰოსპიტალიზაცია.