აზერ სულეიმანოვმა, რამდენიმე წევრთან ერთად „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა, – ინფორმაცია აღიშნულის შესახებ „მეტრონომს“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, სულეიმანოვის აღნიშნულის გადაწყვეტილება ტექნიკური საკითხია, რომელიც პარლამენტში ორი ფრაქციის შესაქმნელად იყო საჭირო და ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება შიდა დაპირისპირებას.
„ეს ტექნიკური საკითხია. იმისთვის, რომ პარლამენტში ფრაქცია შეიქმნას, საჭირო გახდა, რომ სულეიმანოვი გადასულიყო პარტია „ევროპულ საქართველოში“, თუმცა ეს უცხო პარტია არ არის. მასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობა“ ბლოკის სახით შევიდა პარლამენტში. რაც შეეხება იმას, რომ აზერ სულეიმანოვი პოლიტსაბჭოს წევრიც აღარ არის, ესეც ტექნიკური ამბავია, რადგან მან დატოვა პარტია, უნდა დაეტოვებინა პოლიტსაბჭოც, რადგან ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პილიტსაბჭო, როგორც პარტიის და არა ბლოკის“ – აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესცენტრში.
შეგახსენებთ, პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი წერეთლის მამა ნუგზარ წერეთელია.