ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მტკვარში გადავარდნილ მანქანას 6 საათი ეძებდნენ: დაიღუპა ცოლ-ქმარი

ღამით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გვირაბთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, volkswagen-ის მარკის ავტომობილი მდინარეში, მოცურების შედეგად გადავარდა.

ადგილზე მყვინთავებთან ერთად, მობილიზებული იყო რამდენიმე სამაშველო ჯგუფი, რომლებიც ცხედრებს 6 საათის განმავლობაში მყვინთავებმა წყლიდან ორივე ცხედარი ამოიყვანეს. გარდაცვლილია დაახლოებით 45 წლის ასაკის ცოლ-ქმარი.

გამოძიება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....